|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ვინ გიგიში ხედავს თვითკმაყოფილ სახეს და ვინ კობაში - „მწუხარე სახის რაინდს“"

"ნაციონალური მოძრაობისა" და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიგი წერეთელისადმი გამოთქმულ ბრალდებებს  გია თევდორაძე გამოეხმაურა.

"ვინ გიგიში ხედავს თვითკმაყოფილ სახეს და ვინ კობაში „მწუხარე სახის რაინდს“- ყოფილ შსს მინისტრს, რომლის დროსაც კორუფცია ყვაოდა და  ადამიანების გატაცებას განსაკუთრებული  გასაქანი მიეცა, ეს მარტო გემოვნების კი არა, ობიექტურების საკითხია", -განაცხადა გია თევდორაძემ.

რაც შეეხება არჩევნების გაყალბების ბრალდებას, "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ "მარაზმია "ნაციონალური მოძრაობის" არჩევნების გაყალბებაში დადანაშაულება".

 "ქართული ოცნება" კიდევ ვერ გამოვიდა იმ მარაზმიდან, რომ "ნაციონალური მოძრაობა" აკონტროლებს სიტუაციას  და არჩევნებს აყალბებს. რა არჩევნების გაყალბებასა და ხალხის მოსყიდვაზეა საუბარი, 5 ათასამდე ბიულეტენია დღეს გაბათილებული ქუთაისში, რომელთა დიდი ნაწილი ჩემი და ჩემი თანაგუნდელებისაა".

თევდორაძის თქმით, "მეორე ტურში ძნელი იქნება ხელისუფლებასთან ჭიდილი, მაგრამ მე მინდა იმედი ვიქონიო ჩვენი ამომრჩეველის კეთილგონიერების, რომლის გადასაწყვეტილა, დაუშვებს თუ არა "ქართული ოცნების" ხელში საკონსტიტუციო უმრავლესობას. პირველი, რასაც "ქართული ოცნება" გააკეთებს, ეს იქნება პარლამენტის ქუთაისიდან გადატანა".

შეგახსენებთ, ბათილი ბიულეტენების გადათვლის მოთხოვნით "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციამ სასამართლოს მიმართა.

 „ნიუპრესი“ კობა ნარჩემაშვილსაც დაუკავშირდა, თუმცა მან სასაუბროდ პრესსამსახურთან გადაგვამისამართა.  

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა