|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ბედს კულტურის სამინისტრო გადაწყვეტს

ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანლის ვინაობა ცნობილი ხვალ გახდება. როგორც "ნიუპრესს" თეატრის დირექტორმა სულხან გოგოლაშვილმა განუცხადა, არსებობს რამდენიმე კანდიდატურა, თუმცა ჯერჯერობით, კონკრეტული  გადაწყვეტილება მიღებული არ არის. 

"კონკრეტული გადაწყვეტილება 26 ივლისს გახდება ცნობილი, ჯერჯერობით, ვერ დავასახელებ სავარაუდო კანდიდატებს, ვინაიდან შეთანხმებული არ ვართ. სხდომის შემდეგ ყველაფერი ცნობილი გახდება",-აცხადებს სულხან გოგოლაშვილი. 

არსებობს მოსაზრება, რომ კანდიდატებს შორის არ განიხილება თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი სიხარულიძე. არსებული ინფორმაციით, ის მესხიშვილის თეატრს ტოვებს, თუმცა საჯაროდ ამის შესახებ არ საუბრობს და  განმარტავს, რომ არსად წასვლას არ აპირებს, უბრალოდ ხელშეკრულების ვადა იწურება. გიორგი სიხარულიძე მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად 11 წელია მუშაობს, მის ანგარიშზე არა ერთი წარმატებული სპექტაკლია.

სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე არჩევნები არა მხოლოდ ქუთაისში, არამედ საქართველოს მასშტაბით ყველა თეატრში ტარდება. თეატრებში, ჯერ შიდა არჩევა მიმდინარეობს. სამხატვრო საბჭო კულტურის სამინისტროს საბჭოს არჩეულ კანდიდატს წარუდგენს და იმ შემთხვევაში, თუ საინიციატივო ჯგუფების მხირიდან იქნა წარდგენილი კანდიდატურები, კულტურის სამინისტრო და მინისტრი მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ არ დასახელდა სხვა მსურველი. მინისტრი ზოგადად ემხრობა სამხატვრო საბჭოს მიერ წარდგენილ კანდიდატურას.

 

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა