|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ვიღაც სავალუტო ბაზარზე დაუშვებელი წესებით თამაშობს“- რევაზ რობაქიძე

„ლარის დევალვაციას ეკონომიკური საფუძველი არ აქვს, ვიღაც ამ ბაზარზე დაუშვებელი წესებით თამაშობს“,- აცხადებს ქვეყნის საპატიო ბანკირი რევაზ რობაქიძე. 

"ყველა სტატისტიკური მაკროეკონომიკური მონაცემები პოზიტიურია და ლარის დევალვაციის საფუძველს არ იძლევა, სავალუტო ბაზარზე თუ ვინმე დაუშვებელი წესებით თამაშობს, ეს საკითხი შესასწავლია" - აღნიშნა რობაქიძემ "ნიუპრესთან" საუბარში.

 მისი პროგნოზით, ლარის კურსის დასტაბილურება დეკემბრის მეორე ნახევარშია მოსალოდნელი. 

"გასული წლის ამავე პერიოდში სავალუტო კურსი 2,73 - ის ფარგლებში ფიქსირდებოდა, დეკემბრის შუა რიცხვებიდან კი - დასტაბილურდა. ვფიქრობ,  კარგი იყო თავიდანვე ეროვნულ ბანკს მეტი ინფორმირება მოეხდინა საზოგადოების და შექმნილი პანიკა პოზიტიური მოლოდინებით განეიტრალდებოდა, რადგან ამის საფუძველს ქვეყნის ეკონომიკის მზარდი მაჩვენებლები იძლევა", - აცხადებს ეროვნული ბანკის ქუთაისის რეგიონალური ფილიალის ყოფილი მმართველი.

შეგახსენებთ, რევაზ რობაქიძეს საქართველოს საბანკო სისტემის განვითარებაში გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის "დამსახურებული ბანკირის" წოდება გასულ წელს მიენიჭა.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა