|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვის შეეხება ვალების ჩამოწერის ინიციატივა? - მოვალეთა ერთიანი მონაცემთა ბაზა შეიქმნება

ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განცხადებით, არაუგვიანეს 3 დეკემბრისა, მოვალეთა ერთიანი მონაცემთა ბაზა შეიქმნება, სადაც მოქალაქეს შეეძლება გადაამოწმოს, ეხება თუ არა ახალი ინიციატივა.

მაჭავარიანის განმარტებით, ამის შემდეგ მან უნდა მიმართოს იმ საფინანსო ინსტიტუტს, რომლისგანაც სესხი აქვს აღებული:

„მოხდება ბაზების შეჯერება, ერთიანი ბაზის გაკეთება, არაუგვიანეს 3 დეკემბრისთვის იქნება სპეციალური ვებგვერდი, სადაც ადამიანს შეეძლება შევიდეს, შეიყვანოს თავისი მონაცემი და ნახოს ეს მას შეეხო თუ არა. პირადი მონაცემი დაცული იქნება და დეტალები არ გამჟღავნდება. შემდეგ დასაზუსტებლად იმ საფინანსო ინსტიტუტს მიმართავს, ვისგანაც ჰქონდა სესხი აღებული“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა და დასძინა, რომ საბანკო დავალიანების უშუალოდ ჩამოწერა 15 დეკემბრიდან წლის ბოლომდე განხორციელდება.


პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ე.წ. შავ სიაში მყოფ 600 ათას მოქალაქეს ვალი გაუნულდება.

მათ მიერ აღებული სესხის ხანდაზმულობის ვადიდან 1 წელი უნდა იყოს გასული.

როგორც აღინიშნა, 1,5 მლრდ–მდე ლარის დავალიანებას სრულად ფონდი „ქართუ“ დაფარავს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა