|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვიტალი იმერელის კონცერტი ქუთაისში [VIDEO]

მესხიშვილის თეატრში ცნობილი ჯაზ-მევიოლინეს ვიტალი სამხარაძის კონცერტი გაიმართა. მას სცენაზე პარტნიორობას ამერიკელი გარმონისტი ენრიკო გრანაფეი უწევდა.

მესხიშვილის თეატრში ჯაზ მუსიკის კონცერტი თითქმის 2 საათი მიმდინარეობდა.

ბენდის შემადგენლობაში არიან ლუკა თოფურია -( ფორტეპიანო), მიხეილ ჯაფარიძე -(კონტრაბასი), გიორგი კაპანაძე- (დასარტყამი ინსტრუმენტი), გუჯა მარდინი -(ვიოლინო). 

წარმატებული მუსიკოსი უცხოეთში ფსევდონიმით "იმერელი" გამოდის. 

კონცერტის დასასრულს მან საქართველოს მუსიკალური კომპოზიცია მიუძღვნა, რომელიც მევიოლინე გუჯა მარდინისთან ერთად შეასრულა.

კონცერტმა მაყურებლის მოწონება და აპლოდისმენტები დაიმსახურა.

ღონისძიება იმერეთის გუბერნიისა და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა