|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გიორგი კვირიკაშვილი ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების აღსანიშნად ევროპაში ქუთაისიდან გაემგზავრება

28 მარტს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება. ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში ფრენების შესასრულებლად აქტიურად ემზადება ქუთაისის აეროპორტი. აეროპორტის ფასადი მოირთო ევროკავშირის დროშებით და ლოგოებით, ასევე სარეგისტრაციო მაგიდებთან მგზავრებს ყვავილები და დროშები დახვდება.

აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით ფრენები 28 მარტიდან დაიწყება, პირველ მგზავრებს შორის იქნება საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების ფარგლებში მგზავრთა ნაკადის გაზრდის გამო აეროპორტში დაემატება სარეგისტრაციო დახლები და გასასვლელები.

ქუთაისის აეროპორტიდან 28 მარტს ფრენები ვარშავას, ლარნაკას, ბუდაპეშტისა და სალონიკის მიმართულებით შესრულდება.

1tv.ge

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი