|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქართული თეატრის უნიკალურობა მის 168-წლიან ისტორიაშია"

14 იანვარი ქართული თეატრის დღეა.  თეატრალები ამ დღეს  168-ედ აღინიშნავენ. ქართული თეატრის დღეს საფუძველი 1850 წელს ჩაეყარა.

თეატრის დღე თეატრალურ საზოგადოებას მიულოცა იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და საინტერესო საქმიანობა უსურვა.

„14 იანვარი ქართული თეატრის დღეა.  ვულოცავ თეატრალურ საზოგადოებას და საინტერესო საქმიანობას ვუსურვებ. იმერეთში 20-მდე პროფესიული, თუ სახალხო თეატრია და მიხარია, რომ ჩვენს რეგიონს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს თეატრალური ცხოვრების განვითარებაში. ქართული თეატრის უნიკალურობა მის 168-წლიან ისტორიაშია. ამ ხნის განმავლობაში თეატრმა ქართველი ხალხის გაერთიანების, ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბებისა და შენარჩუნების საქმეში განსაკუთრებული როლი შეასრულა. კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღესასწაულს და გისურვებთ ქართული თეატრალური ხელოვნების ახალ, განვითარების კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აყვანას“,-აღნიშნა  ჭიჭინაძემ.

 

 

ავტორი: ხატია ბანძელაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა