|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ვუთხარი ქვეყნის მოღალატე ხარ-თქო" - ვახტანგ რობაქიძეს სამდღიანი პატიმრობა შეეფარდა

ვუთხარი ქვეყნის მოღალატე ხარ-თქო. რაც რეალურია ის ვუთხარი, მეტი არაფერი მითქვამს - აცხადებს ვახტანგ რობაქიძე, რომელიც გუშინ  ანრი ოხანაშვილისათვის  სიტყვიერი  შეურაცხყოფის გამო დაკავეს.

რობაქიძეს დღეს ახალციხის სასამართლომ ადმინისტრაციულ სახდელად 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

 რობაქიძის განცხადებით, ანრი ოხანაშვილს კაფეში შესვლისას მიესალმა და გამოელაპარაკა, რის შემდეგაც სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

„ვიცნობ დიდი ხანია ამ პიროვნებას და არ ვიცი, თვითონ რატომ თქვა, რომ არ მიცნობს. კაფეში ბავშვებთან ერთად შესვლის დროს მივესალმე და შემდეგ გამოველაპარაკე. ამის მერე წავედი, დავჯექი ჩემს მაგიდასთან, არანაირი ხელით შეხება არ ყოფილა, უბრალოდ სიტყვიერი შელაპარაკება მოგვივიდა ერთმანეთში. ეს ადამიანი ადგა და წავიდა. მერე მოვიდა პოლიცია. იმის მხრიდანაც იყო ჩემს მიმართ ხმამაღალი საუბარი. პოლიციას ვთხოვე, არაფერი მომხდარა და არ გადამიყვანოთ-თქო, ბოდიშს მოვუხდი ამისთვის. ამ პიროვნების მიმართ პროტესტი ჩემმა ნასვამობამ გამოიწვია“, - განაცხადა რობაქიძემ.

თავის მხრივ, მოსამართლე მარინა ჩიტაშვილმა პროცესზე ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებისას აღნიშნა, რომ ვახტანგ რობაქიძე წარსულში ხულიგნობისთვის არის ნასამართლევი, თუმცა, მას ნასამართლეობა გაქარწყლებული აქვს.

 შეგახსენებთ, ინციდენტი გუშინ ბაკურიანში ერთ-ერთ რესტორანში მოხდა.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა