|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ჭახათას მღვიმეს ძეგლის სტატუსი დაზიანებული იერსახის გამო არ მიენიჭა"

რა ბედი ელის ჭახათაში აღმოჩენილ მღვიმეს, უცნობია. როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოში განმარტავენ, მღვიმეს ძეგლის სტატუსი არ მიენიჭა. მიზეზი დაზიანებული იერსახეა. სააგენტოს ხელმძღვანელის ნატა სულთანიშვილის ინფორმაციით, ამჟამად მიდის მსჯელობა, როგორ გადარჩეს ძეგლი. 

"ჭახათას მღვიმეში ჩვენი ჯგუფი იმყოფებოდა. ადგილზე არსებული მდგომარეობით, მღვიმეს ძეგლის სტატუსი არ მიენიჭა, რადგან დარღვეული იყო პირვანდელი იერსახე. იმისათვის, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაქვემდებარებაში მოხვდეს, პირვანელი სახით უნდა იყოს შენარჩუნებული,  არ უნდა იყოს დაზიანებული. დადგინდა, რომ არაა ასეთ მდგომარებაში, ამიტომ ვერ  შევიდა პოტენციური მღვიმეების სიაში. ჩვენთვის  მნიშვნელოვანია, ყველა მღვიმე იყოს მოვლილი, შესაბამისად, ადმინისტრაცია საქმის კურსშია.  კიდევ გვაქვს მონიშნული სხდომა,  სადაც სხვა ადგილებთან ერთად კიდევ ერთხელ განვიხილოთ, როგორ შეიძლება ვუშველოთ.  არის გამოცდილება რომ მუნიციპალიტეტი პატრონობს, ან  ხალხი პატრონობს და  რაღაცნაირად მაინც ენიჭება სტატუსი ისე,  რომ არაა აუცილებლობა სიაში იყოს" - განაცხადა ნატა სულთანიშვილმა.

კითხვაზე, როდის არის დაგეგმილი სხდომა და იქამდე როგორ შეიძლება მღვიმის გადარჩენას, პასუხობს, რომ სხდომას ყოველ დღე ვერ მოიწვევენ.

"სხდომას ყოველდღე ხომ ვერ მოვიწვევთ, წელიწადში ორჯერ იმართება. ახლა გვაქვს დაგეგმილი. გვინდა, ყველამ თავის აზრი გამოთქვას მის დასაცავად. რადგან ჩვენს დაქვემდებარებაში არა, ვერავის დავავალებთ მის მოვლას, უბრალოდ, რეკომენდაციებს გავცემთ.  გვინდა, სხვა გზა გამოვძებნოთ, შეიძლება კვლევითი ინსტიტუტი დაინტერესდეს, თუმცა ეს თანხებთან და რესურებთანაა დაკავშირებული" - განაცხადა ნატა სულთანიშვილმა.

მისი თქმით, ქუთაისის მერიასთან კომუნიკაცია ჯერ არ ქონიათ. 

ჭახათას მღვიმე, რომელიც რამდენიმე თვის წინ აღმოაჩინეს, დაზიანებულია. 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა