|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"წელს მუხნარის ტყეში განსხვავებული პროგრამა იქნება წარმოდგენილი"

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით, წელს მუხნარის ტყეში განსხვავებული პროგრამა იქნება წარმოდგენილი და იმერული სამზარეულოს პრეზენტავია აღარ გაიმართება.

როგორც სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, ეს ცვლილება გუბერნიის ინიციატივაა.

"რადგან ,,გვირილობა“ დაკავშირებული იყო ქველმოქმედებასთან და სიკეთის კეთებასთან, გადავწყვიტეთ გავაცოცხლოთ ძველი ტრადიცია და საუკუნის შემდეგ ისევ დავეხმაროთ ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანებს. აღნიშნულ ტერიტორიაზე გაიმართება გამოფენა-გაყიდვა. წარმოდგენილი იქნება ხალხური რეწვის ნიმუშები, ხელნაკეთი ნივთები და სხვადასხვა აქსესუარები. აღნიშნულ ღონისძიებაში რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები იქნებიან ჩართული. ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება შეიძინოს სასურველი ნივთი და მონაწილეობა მიიღოს ქველმოქმედებაში. სიმბოლურად ასევე, ვგეგმავთ ,,გიმნაზისტმა“ გოგონებმა და ვაჟებმა  აღნიშნულ ტერიტორიაზე გვირილები გაყიდონ და შეგროვილი თანხით საკუთარი წვლილი შეიტანონ ქველმოქმედებაში", -აცხადებენ იმერეთის გუბერნიაში.

გარდა ამისა, მუხნარის ტყეში გაიმართება კოლია ქვარიანის სახელობის ტურნირი ქართულ ჭიდაობაში, მოეწყობა სხვადასხვა სპორტული აქტივობები, ფოლკლორული ანსამბლების მიერ წარმოდგენილი იქნება, როგორც ქორეოგრაფიული ასევე, ხალხური სიმღერები, შესრულდება ქალაქური სიმღერებიც.

მოგეხსენებათ, რომ გვირილობა (თეთრი გვირილის დღე)მე-20 საუკუნის დასაწყისში ქუთაისში დამკვიდრებული საქველმოქმედო დღესასწაული იყო, რომელიც  ტუბერკულოზით დაავადებულთა დახმარებისა და სოლიდარობის ნიშნად ტარდებოდა.

„გვირილობის“ დამაარსებელი საშა ჩიქოვანია.   მაისის პირველი ორი დღის განმავლობაში „გიმნაზისტკები“ ქველმოქმედების მიზნით გვირილებს ყიდდნენ და აღებული შემოწირულობებით  ტუბერკულოზით დაავადებულებს ეხმარებოდნენ.  გიმნაზისტ გოგონებს წინ, ვექილ ჩიქოვანის მეუღლე, სილამაზის დედოფლად აღიარებული საშა ჩიქოვანი მიუძღოდა. 

ქუთაისში გვირილობის დღესასწაული რამდენიმე წლის წინ აღდგა, ღონისძიებების მბნიშვნელოვანმა ნაწილმა კი მუხნარის ტყიდან ქალაქის ცენტრში გადმოინაცვლა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა