|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტებს სახელმწიფო გრანტი არ დაუფინანსდათ?

"ნიუპრესს" ქუთაისის წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტები დაუკავშირდნენ.  მათი განცხადებით, უნივერსიტეტი მათგან სწავლის საფასურის გადახდას ითხოვს, რომელიც სახელმწიფოსაგან გრანტის სახით უნდა დარიცხვოდათ. 

"დაგვიბარეს და განგვიცხადეს, რომ იმ სტუდენტებს, ვისაც სწავლის საფასურის ნაწილი სახელმწიფოსაგან გრანტის სახით უფინანსდებათ და სწავლის საფასური 30 სექტემბრამდე არ აქვთ გადახდილი, სახელმწიფომ გაუუქმა ერთი სემესტრის გრანტი. ჩვენ სწავლის საფასური გადახდილი გვაქვს, მაგრამ ის, რომ აუცილებლად 30 სექტემბრამდე უნდა გადაგვეხადა, ამის შესახებ ინფორმაცია არ გვქონდა არც ჩვენ და არც უნივერსიტეტს.  ან, სახელმწიფომ, უბრალოდ, არ გადმორიცხა ჩვენი თანხა და ახლა უნივერსიტეტი ჩვენგან ითხოვს იმ თანხის გადახდას, რომელიც წესით გრანტის სახით უნდა დაგვრიცხვოდა", -განაცხადა სტუდენტმა, რომელმაც ამ ეტაპზე ვინაობის გასაჯაროებისაგან თავი შეიკავა.

მისი თქმით, უნივერსიტეტში ამ საკითხზე საკმაოდ ხმამაღალი და დაძაბური საუბარი იყო. პასუხად კი მათ განუცხადეს, რომ უნივერსიტეტი შესაძლებლობას მისცემთ,  ამ თანხის ეტაპობრივად გადახდა შეძლონ. 

 
 სტუდენტებს ასევე განუცხადეს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმირებული არ არის რექტორი, რომელიც უცხოეთში იმყოფება. 
 
წერეთლის უნივერსიტეტს "ნიუპრესი" დაუკავშირდა. როგორც სასწავლებლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კახა კუპატაძემ წერილობით გვიპასუხა, ინფორმაცია სიმართლეს არ შეეფერება. სხვა დეტალებით უნივერსიტეტის წარმომადგენლობა არ დაინტერესებულა. 
 
განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ მსგავსი მიზეზით გრანტის შეჩერება შეუძლებელია.
 
 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა