|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წერეთლის უნივერსიტეტში ფრანგული კინოს დღეები იმართება

წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფრანკოფონიის დღეები იმართება. როგორც უნივერსიტეტში აცხადებენ, უკვე 12 წელია, ჩართული არიან ფრანკოფონიის კვირეულში, რაც ფრანგული ენისა და კულტურის განვითარებასა და პროპაგანდას უკავშირდება. 

"ყოველწლიურად ტარდება მოსწავლეთა კონკურსი სახელწოდებით „მე მიყვარს ფრანგული ენა“, უნივერსიტეტში იმართება სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელა სამეცნიერო კონფერენციიები. კვირეულში საფრანგეთის საელჩოსთან ერთად აქტიურადაა ჩართული შვეიცარიის საელჩო, რომელიც ახორციელებს სხვადასხვა სახის ატივობებს"- აცხადებენ უნივერსიტეტში.

ღონისძიების ორგანიზატორი ჰუმანიტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური და რომანული ფილოლოგიის დეპარტამენტია.

ფრანკოფონიის ფარგლებში უნივერსიტეტში დღეს ფრანგული კინოს დღეები გაიმართა. კვირეული 29 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

გთავაზობთ კვირეული პროგრამას:

 
ფრანგულენოვანი კინოს დღეები
უკანასკნელ ამოსუნთქვაზე, რეჟ. ჟან-ლიუკ გოდარი 
უძღვება კინომცოდნე თამთა თურმანიძე
აწსუ, კორპ. 1, მწვანე დარბაზი  - თამარ მეფის ქ. 59

სამშაბათი, 19 მარტი, 14:00
ქუთაისი ფრანგი მოგზაურების მოგონებებში
პროფ. სულხან კუპრაშვილის საჯარო ლექცია
ქუთაისის ქალთა კლუბის მხარდაჭერით
აწსუ, კორპ. 3, აუდიტ. 3317 - თამარ მეფის ქ. 59

ოთხშაბათი, 20 მარტი, 14:00
TLG -ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად
პროექტს წარმოადგენს ანკი ბენარი ფრანკოფონიის 10 სიტყვა
მოსწავლეების ნახატების გამოფენა
მე-17 საჯარო სკოლა - ნიკეას ქ. 44/ანჯაფარიძის ქ. 120

ოთხშაბათი, 20 მარტი, 14:00
ფრანგულენოვანი კინოს დღეები
“400 დარტყმა, რეჟ. ფრანსუა ტრიუფო 
უძღვება კინომცოდნე თამთა თურმანიძე
აწსუ, კორპ. 1, მწვანე დარბაზი  - თამარ მეფის ქ. 59

ხუთშაბათი, 21 მარტი, 14:00
''ჩვენ ფრანკოფონები ვართ''
მოსწავლეთა ფრანგულენოვანი სპექტაკლი
25-ე საჯარო სკოლა - დავითაშვილის ქ. 32

პარასკევი, 22 მარტი, 14:30
ფრანგულენოვანი კინოს დღეები
შემოდგომის ზღაპარი, რეჟ. ერიკ რომერი 
უძღვება კინომცოდნე თამთა თურმანიძე
აწსუ, კორპ. 1, მწვანე დარბაზი  - თამარ მეფის ქ. 59

ორშაბათი, 25 მარტი, 15:30
TLG ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად 
პროექტს წარმოადგენს ანკი ბენარი 
ზღაპრების ინტერქატიული კითხვა შარლ პეროს ზღაპრების გმირები
მოსწავლეების ნახატების გამოფენა
მე-2 საჯარო სკოლა - ტაბიძის ქ. 58

სამშაბათი, 26 მარტი, 13:00
TLG ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად 
პროექტს წარმოადგენს ანკი ბენარი 
ზღაპრების ინტერქატიული კითხვა 
32-ე საჯარო სკოლა - ავტომშენებლის ქ. 2

 

სამშაბათი, 26 მარტი, 16:00
ფრანგები და საფრანგეთი 
სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა პრეზენტაცია 
ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკა  - ლ. ნუცუბიძის ქ. 1

ოთხშაბათი, 27 მარტი, 13:00
ჩვენ გვიყვარს საფრანგეთი
25-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების სპექტაკლი
აწსუ, კორპ. 3, კლუბი - თამარ მეფის ქ. 59

ოთხშაბათი, 27 მარტი, 14:00
ფრანგული ენა და კულტურა
უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენცია
აწსუ, კორპ. 3, აუდიტ. 3317  - თამარ მეფის ქ. 59

ხუთშაბათი, 28 მარტი, 13:30
TLG
ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად
პროექტს წარმოადგენს ანკი ბენარი 
გასართობი და კოგნიტიური აქტივობები, პედაგოგიური სახელოსნო
''მითხარი 10 სიტყვა'' მოსწავლეების ნახატების გამოფენა
30-ე საჯარო სკოლა - მუსხელიშვილის მე-3 შეს. N 1

პარასკევი, 29 მარტი, 14:00
ფრანკოფონიის დღეების დახურვა
რეგიონული ფრანგულენოვანი კონკურსის ''J'aime le français'' გამარჯვებულთა დაჯილდოება
აწსუ, ბიბლიოთეკა, დარბაზი 208 - თამარ მეფის ქ. 59

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა