|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წერეთლის უნივერსიტეტში ინოვაციური იდეების კონკურსი ცხადდება

ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი ინოვაციური იდეების კონკურს ATSUHACK იწყებს.  პროექტში  მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს, ვისაც აქვს ინოვაციური იდეები და შეუძლია მისი განხორციელება. პროექტში მუშაობა შესაძლებელია, როგორც ინდივიდუალურად, ასევე  გუნდური პრინციპით. საპრიზო თანხა კი მონაწილებზე თანაბრად გადანაწილდება.

ATSUHACK ხორციელდება აკაკი წერეთლის სახელმწიფო  უნივერსიტეტის  საინიციატივო ჯგუფის  მიერ  სტუდენტური თვითმმართველობის,   FABLAB_ATSU-ს, IHUB  თბილისის, საქართველოს ინოვაციების და ტენოლოგიების  სააგენტოსა  და  ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით. პროგრამის რეგისტრაციის  ვადებია 2-12 ივნისი. იდეებზე    მუშაობა   დაიწყება  17-ში და  დასრულდება 19 ივნისს.  

ATSUHACK ჩატარდება აკაკი წერეთლის  სახელმწიფო უნივერსიტეტში (თამარ   მეფის ქ. N59) პროექტში მონაწილეობის  მისაღებად არ  არის საჭირო  სპეციალური  განათლება, ან  გამოცდილება.

რეგისტრაცია უფასოა და იგი  მონაწილეებმა  უნდა გაიარონ ონლაინ  რეჟიმში.     

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა