|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წერეთლის უნივერსიტეტში მომსახურების სააგენტოს სერვისების პრეზენტაცია გაიმართება

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის ჩატარდება პრეზენტაცია მომსახურების სააგენტოს სერვისების შესახებ, ასევე მოხდება  შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებულ რეფორმებს გაცნობა.

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე კი დამსწრე საზოგადოებას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის სახე მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი დათა ქაჯაია გაესაუბრებათ. შეხვედრის მიზანია სტუდენტების მეტი ინფორმირება ზემოაღნიშნული საკითხების შესახებ.

უნივერსიტეტის ეზოში განლაგდება სპორტული კლუბის ავტომობილები, სასწავლო დაწესებულების დერეფანში კი მოეწყობა ფოტოგამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება საქართველოს ეროვნული არქივში დაცული ფოტოები, სპორტული კლუბისა და ავტომრბოლელების ასპარეზობის ამსახველი ფოტოები. სამკითხველო დარბაზში კი სტუდენტებისთვის გაიმართება პრეზენტაცია სხვადასხვა თემაზე, ასევე ნაჩვენები იქნება ვიდეორგოლები. სტუდენტებს სიტყვით მიმართავენ ქუთაისი მერი, მომსახურების სააგენტოს დირექტორი, ასვეე უნივერსიტეტის რექტორი. აღნიშნული ღონისძიება ხვალ 12 საათზე დაიწყება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა