|
  • EUR 1 = GEL 3.1766
  • USD 1 = GEL 2.706
|

წერეთლის უნივერსიტეტში საახალწო გათამაშება ჩატარდება

წერეთლის უნივერსიტეტში საახალწლო გათამაშება მოეწყობა. ამის შესახებ აწსუ-ს თვითმმართველობის პრეზიდენტმა გიორგი ოკრიბელაშვილმა განაცხადა.
ოკრიბელაშვილის თქმით, მსგავსი გათამაშება გასულ წელსაც გაიმართა.  გამარჯვებულებს პრიზები გადაეცათ.

„სტუდენტებისთვის  საახალწლო გათამაშების მოწყობას ვგეგმავთ, მსგავსი გათამაშება გასულ წელსაც იყო, თუმცა წლევანდელი განსხვავებული იქნება. დეტალურ ინფორმაციას გათამაშებასთან დაკავშირებით დეკემბრის თვეში გამოვაქვეყნებთ“, -აღნიშნა ოკრიბელაშვილმა.

 

 

ავტორი: ხატია ბანძელაძე