|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჭიათურაში „განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში 10 პროექტი ხორციელდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის „განახლებული რეგიონები“-ს ფარგლებში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტში 10 პროექტი ხორციელდება, რაც მიზნად ისახავს ჭიათურაში თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწყობასა და ინოვაციების დანერგვას.

პროექტის "განახლებული რეგიონების" ფარგლებში, კულტურის სახლის ტერიტორიაზე სკეიდბორდის მოედნისა და სკვერის მოწყობა ხორციელდება. წერეთლისა და 9 აპრილის ქუჩებზე ფასადების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, თხელიძის ქუჩაზე ტროტუარებს უტარდება რეაბილიტაცია. ასევე, სკვერი კეთდება წერეთლის ქუჩაზე. კინოს სახლის წინ კი, მიმდებარე ტერიტორია მოეწყობა. პროგრამის ფარგლებში ასევე რეაბილიტაცია უტარდება ქორწინების სახლის ფასადსაც.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა