|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჭიათურაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს სამინისტრო სახლებს შეუძენს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ჭიათურაში, სანატორიუმის შენობაში მცხოვრები 8 დევნილი ოჯახისთვის, კერძო კომპანიის თანადაფინანსებით, საცხოვრებელ სახლებს შეისყიდის.
დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი სულხან მახათაძე და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლები აღნიშნულ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ და სამინისტროს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

”ჭიათურაში, გაგარანის ქ. N1-ში მდებარე ყოფილი სანატორიუმის შენობა, სადაც დევნილი ოჯახები ცხოვრობენ, ”ჯორჯიან მანგანეზის“ საკუთრებას წარმოადგენს. აღნიშნულ ობიექტზე კომპანია ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. შესაბამისად, დღის წესრიგში დევნილების გაყვანისა და მათი შემდგომი გრძელვადიანი განსახლების საკითხი დადგა.

სამინისტროსა და კერძო კომპანის შორის მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ სამინისტრო დევნილ ოჯახებს „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, სულადობის გათვალისწინებით, სახლებს შეუსყიდის. თავის მხრივ, კერძო კომპანიაც გამოყოფს გარკვეულ თანხას დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით”, - აცხადებენ სამინისტროში.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა