|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჭიათურაში პროტესტის ნიშნად პირი კიდევ 2-მა ადამიანმა ამოიკერა

ჭიათურაში, კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" საქმიანობით დაზარალებულ 3 ადამიანს, რომლებმაც პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერეს, კიდევ 2 დაემატა.

მათი განცხადებით,  კომპანია მათი საცხოვრებელი სახლებისა და საკარმიდამო მიწების ქვეშ მადნის მოპოვების სამუშაოებს აწარმოებს, რის გამოც სახლები დაიბზარა, სახნავ-სათესი მიწები კი - დაიმეწყრა, ეზოებში უზარმაზარი ღმულებია გაჩენილი.  

პროტესტის მონაწილეები ითხოვენ, რომ კომპანიამ სამუშაოები შეწყვიტოს,  ან მათ ზარალის ასანაზღაურებლად კომპენსაცია გადაუხადოს.

"ჯორჯიან მანგანეზმა" ინფორმაცია სოფელ შუქრუთის მოსახლეობასთან მიღწეული შეთანხმების შესახებ,  2 დღის წინ გაავრცელა.  კომპანიის ინფორმაციით, ადგილობრივები კომპენსაციებს რამდენიმე თვეში სრულად მიიღებენ. თუმცა შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა ამ ადამიანებთან, რომლებიც, პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას მიმართავენ. მათი განცხადებით, კომპანიის მიერ შემოთვაზებული კომპესაცია მიზერულია და არ სახავს რეალურ ზარალს. 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა