|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჭიათურის მაღაროში 45 წლის მამაკაცი გვირაბის ნგრევას ემსხვერპლა

 ჭიათურის მაღაროში გვირაბის ნგრევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა შუქრუთის მაღაროში გამთენიას მოხდა.

45 წლის ზაზა აბრამიშვილი ნანგრევების ქვეშ მოჰყვა და გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მაღაროელები ყვებიან, რომ ჭერიდან დიდი ზომის ლოდები ჩამოიშალა და ერთ ერთი ლოდი, სწორედ ზაზა აბრამიშვილს დაეცა.

მათივე თქმით, უბანი, რომელშიც ბრიგადა სამუშაოებს წარმოებდა ავარიულ მდგომარეობაში იყო, თუმცა ადმინისტრაცია მუშებს ადგილზე მუშაობას მაინც ავალდებულებდა.

„ჩამოინგრა სამთო მასა, სადაც მუშაობდნენ მაღაროელები. ერთ-ერთი მაღაროელი დიდი ლოდის ქვეშ მოჰყვა. გვირაბგამყვანის პოზიციაზე მომუშავე მაღაროელი დაიღუპა.

სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს, იმდენად დიდია ის ლოდი, რომ რეფერატორები შეიტანეს რომ მის დასაშლელად, რომ მის ქვეშ მოყოლილი გამოიყვანონ. მაღაროელები ამბობენ, რომ უბანი, რომელზეც მუშაობდნენ ავარიული იყო, მაგრამ ადმინისტრაცია ავალდებულებდა იქ მუშაობას.

მეორე ფაქტორია, რომ სამთო სამუშაობის შესახებ წესებში წერია, რომ არ შეიძლება იმ ადგილას მუშაობა სადაც მაღარო გამაგრებული არ არის, „-აცხადებს საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტი თამაზ დოლაბერიძე.

მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 240 მუხლით აღიძრა, რაც სამთო სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

 

რუსთავი 2

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა