|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის #48 მაჟორიტარობის კანდიდატი თემურ ცამციშვილი საპარლამენტო არჩევნებს გამოეთიშა

საარჩევნო ბლოკს "პაატა ბურჭულაძე- სახელმწიფო ხალხისთვის"  "გირჩი" გამოეყო.  პარტია საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღბას ვეღარ შეძლებს, რადგან ცესკოში რეგისტრაციის ვადა დღეს იწურება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ქუთაისის #48 მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატი თემურ ცამციშვილი საპარლამენტო არჩევნებს გამოეთიშა.  მისი განცხადებით მისთვის მაჟორიტარობა და პარლამენტარობა არ იყო მთავარი მიზეზი. ცამციშვილი აანონსებს, რომ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

„ჩემი მთავარი მიზანი არ იყო მაჟორიტარობა და პალამენტარობა. ჩემი მთავარი მოტივაცია არის ქუთაისის კეთილდღეობა. მე ვარ და ვრჩები „ახალი პოლიტიკური ცენტრის- გირჩის“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელად. მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე ამ პოზიციიდან შეიძლება საინტერესო საქმეების განხორციელება. წინ გაქვს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია ქუთაისისთვის. მადლობა მინდა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც ნდობას მიცხადებდა. მადლობა მათ, ვინც ჩემთან ერთად ცდილობდა შეეცვალა ქუთაისში პოლიტიკური გარემო და მადლობა მათ,  ვინც ჩემთან ერთად აგრძელებს სვლას. მეტი თავისუფლება“,-აცხადებს ცამციშვილი.

 

ავტორი: ნიუპრესი