|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წინასაარჩევნო პერიოდში იმერეთში რამდენიმე დარღვევა დაფიქსირდა

წინასაარჩევნო პერიოდში, იმერეთში არსებულ რამდენიმე დარღვევაზე საუბრობს "სამართლიანი არჩევნებისა" და "დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება".

ერთ-ერთ დარღვევას ზესტაფონში აფიქირებს, სადაც "პატრიოტთა ალიანსის" კვალითის მაჟორიტარი დეპუტატობის  კანდიდატის ავეჯი საამქრო გაურკვეველ ვითარებაში დაიწვა.

საწარმოს მფლობელმა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა პაატა გაბრიჭიძემ გამოთქვა ვარაუდი, რომ  საამქროს დაწვა მისი "ქართული ოცნებიდან" წამოსვლას უკავშირდება, სადაც ზონის უფროსი იყო.

„ISFED”-ი "ქართული ოცნების" ზესტაფონის აღმასრულებელ მდივანს, გიორგი ჯუღელს გაესაუბრა. ჯუღელის თქმით, მას "პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და საამქროში გაჩენილ ხანძართან არაფერი აკავშირებს. ISFED-მა შინაგან საქმეთა სამინისტროსაც მიმართა, სადაც განუცხადეს, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია და რამდენიმე პირია დაკითხული.

ერთი და იმავე სახის სამი დარღვევა დაფიქსირდა ტყიბულსა და წყალტუბოში.
#57 ტყიბულის საოლქო საარჩევნო კომისიაში „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ მიერ დანიშნული წევრის ლუბა აბესაძის მეუღლე ბონდო კუბლაშვილი არის „ქართული ოცნება დემოკრატიული  საქართველოს“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი
მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დანიშნულ საარჩევნო კომისიის წევრთან. მაკა ბაქრაძის მეუღლე, დავით ქათამაძე, ამავე პარტიის ტყიბულის მონიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია.

„ევროპული  საქართველოს“ მერობის კანდიდატის სევერიან გორდულაძის მეუღლე ბელა ბერაძე კი ამავე პარტიის მიერ წყალტუბოში #52 საოლქო  საარჩევნო კომისიაში დანიშნული წევრია.

 სამუშაო საათებში, სააგიტაციო მასალის გამოქვეყნებას ედავებიან ქუთაისის მერიის ერთ-ერთ იურისტს, ირაკლი გიორგაძეს.

 2017 ადგილობრივი არჩევნების - II შუალედური ანგარიში 5დან 25 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს. შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ადგილობრივი არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება. ქუთაისის მერობისთვის კი ბრძოლის სურვილი კი ათმა კანდიდატმა გამოთქვა

ავტორი: ხატია ბანძელაძე