|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გეხვეწებით, ძალიან დამავალებთ" - ხათრით მიყვანილი მშობლები და მასწავლებლები გიორგი ჭიღვარიას შეხვედრებზე

ძალიან დამავალებთ, გეხვეწებით, ჩემი ხათრი თუ გაქვთ  - ასეთი ტექსტებით  ქუთაისის საჯარო სკოლის მასწავლებლები მშობლებს ურეკავენ და "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის გიორგი ჭიღვარიას შეხვედრაზე დასწრებას თხოვენ. ამის შესახებ "ნიუპრესს" რამდენიმე მშობელმა შეატყობინა. 

თავის მხრივ, მასწავლებლებს შეხვედრაზე დასწრებას სკოლის დირექტორები ავალებენ. 2 დღის წინ  შეხვედრა გაიმართა ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში. "ნიუპრესის" ინფორმაციით, მასწავლებლებს შეხვედრაზე მისვლა სკოლის დირექტორმა მურად ჯიშკარიანმა თხოვა.

"თუ ჩემი ხათრი გაქვთ, მოდით ჭიღვარიასთან შეხვედრაზე", - მოუწოდა მასწავლებლებს სკოლის დირექტორმა.

ქუთაისში წინასაარჩევნო საარჩევნო კამპანია უკვე დასასრულს უახლოვდება. მერობის კანდიდატები მხარდამჭერებთან და ამომრჩევლებთან შემაჯამებელ შეხვედრებს მართავენ.

აქტიურად რეჟიმში მართავდა შეხვედრებს "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი გიორგი ჭიღვარია. ჭიღვარია გუნდთან ერთად სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელებს შეხვდა. 

 

 "ქართულ ოცნებაში" განმარტავენ, რომ რამდენიმე სკოლის ხელმძღვანელმა მერობის კანდიდატთან შეხვედრის სურვილი თავად გამოთქვა. ამასთან, შეხვედრები სამუშაო დღის შემდეგ გაიმართა.

ოპოზიციური პარტიების მერობის კანდიდატებთან შეხვედრის სურვილი სკოლებს არ გამოუთქვამთ.

 

ფოტო-არქივიდან

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.35%
გაუარესდა - 50.51%
არ შეცვლილა - 14.14%
სულ - 99 ხმა