|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

''წითელი შარფები'' "ყვითელი ჟილეტების" წინააღმდეგ- კონტრაქცია პარიზში [PHOTO]

 პარიზში 27 იანვარს, "ყვითელი ჟილეტების" შეკრების დროს ჩადენილი ძალადობის გასაპროტესტებლად ''წითელი შარფების'' აქცია გაიმართა. ლოზუნგით "გადავარჩინოთ რესპუბლიკა"  აქციის მონაწილეები ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ.
 
პარიზის პრეფექტურის პოლიციის ცნობით, ''წითელი შარფების'' აქციამ 10 000-ზე მეტი დემონსტრანტი გააერთიანა პარიზის ქუჩებში. ამასთანავე, ''ყვითელი ჟილეტების'' აქციის მონაწილეთა რაოდენობა ბევრად ნაკლები იყო ''წითელი შარფების'' აქციის მონაწილეთა რაოდენობაზე. შუადღის დასასრულს, დაძაბულობის მიუხედავად, აქცია ფიზიკური დაპირისპირების გარეშე დასრულდა.
წარწერით- გადავარჩინოთ რესპუბლიკა "წითელი შარფების" აქციაზე საფრანგეთის ვიცე პრემიერი თეო პოლარდი გამოჩნდა.
 
შესაძლებლობა მქონდა, აქციის რამდენიმე მონაწილეს გავსაუბრებოდი.
გოწიე (''წითელი შარფები'') - ჩვენ ყოველთვის ვეთანხმებოდით "ყვითელი ჟილეტების " მოთხოვნებს, რადგან რეალურად არსებობს სოციალური პრობლემები, რომლებიც გადასახადების ზრდას უკავშირდება, ძირითადი მოთხოვნა სწორედ შედარებით დაბალი გადასახადებია. მეორეს მხრივ, ძალადობა, დამწვარი მანქანები, დარბეული ტრიუმფალური თაღი, ჩვენ ამ ყველაფრის წინააღმდეგები ვართ. ჩვენ არ ვართ ''ყვითელი ჟილეტების'' წინააღმდეგ და არც მაკრონს ვუჭერთ მხარს, ჩვენ აქ ვართ ძალადობის წინააღმდეგ.
 
დანიელი (''წითელი შარფები'') - დღეს შეიკრიბნენ ''წითელი შარფები'', სადაც გაერთიანებული არიან ფრანგები, განსხვავებული შეხედულებებით ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან. პოლიტიკა აქ არაფერ შუაშია, უბრალოდ, ვიცავთ ჩვენს დემოკრატიასა და სახელმწიფოს. ძალიან ბევრი ვანდალიზმის შემთხვევა დაფიქსირდა, ჩვენ არ გვაქვს უფლება პროტესტი მტვრევით გამოვხატოთ. აუცილებელია, რომ ხალხმა გაიგოს, საფრანგეთის ძალიან ბევრ მოქალაქეს სურს ცხოვრობდეს მშვიდობიანად და დემოკრატიის პრინციპებით. ხოლო მათ ვისათ სურთ დიქტატორულ რეჟიმში ცხოვრება, შეუძლიათ წავიდნენ რუსეთში ან ვენესუელაში, რათა ნახონ თუ რა არის ნამდვილი დიქტატურა. საფრანგეთი დემოკრატიული ქვეყანაა, ჩვენ გვაქვს გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ ნგრევისა და მტვრევის გარეშე. ჩვენ არ ვართ ''ყვითელი ჟილეტების წინააღმდეგ, ჩვენ რესპუბლიკის და დემოკრატიის განადგურების წინააღმდეგ ვართ.  
 

ღედუანი (''ყვითელი ჟილეტები'') მე აქ ვარ, რადგან არსებობს კონტრაქცია. ''წითელი შარფების'' აქციის მონაწილეთა აზრით, ჩვენ ვართ მოძალადეები და ვარღვევთ საზოგადოებრივ წესრიგს, სწორედ ამიტომ ისინი გამოდიან ''ყვითელი ჟილეტების'' წინააღმდეგ. დღეს ჩვენ დავამტკიცეთ, რომ არ ვართ მოძალადეები. მე აქ მოვედი, რათა გამოვხატო ჩემი პროტესტი მათ მიმართ, ვინც ატარებს აქციებს ''ყვითელი ჟილეტების'' წინააღმდეგ.

 

         

 
ეკა ლელაძე პარიზიდან "ნიუპრესისათვის" 
 
 

ავტორი: ნიუპრესი