|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წლის წარმატებულ სპორტსმენებთან შეხვედრა რესტორანში გაიმართება

ქუთაისის მერი წლის წარმატებულ სპორტსმენებს ტენდერში გამარჯვებული მიმწოდებლის მიერ შერჩეულ რესტორანში 26 დეკემბერს შეხვდება.
შეხვედრის ორგანიზებისთვის ქალაქის მერია  12 000 ლარიან ტენდერს აცხადებს.

ტენდერში გათვალისწინებული პირობების მიხედვით მიმწოდებელი ვალდებულია 26 დეკემბერს   ქ. ქუთაისში, რესტორნის ტიპის დაწესებულებაში წლის საუკეთესო სპორტსმენების მერთან შეხვედრას ორგანიზება  გაუწიოს, მიმწოდებელი ასევე ვალდებულია 6 სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული სპორტსმენისათვის 16 სიმბოლური პრიზი დაამზადოს.

პრიზების ესკიზი შემსყიდველთან  2017 წლის 22 დეკემბრისა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში  უნდა შეთანხმდეს.

წინადადების მიღება 8 დეკემბერს დაიწყება და 11 დეკემბერს დასრულდება.

 წლის საუკეთესო სპორტსმენების გამოსავლენად კომისია შეიქნება და მათი გადაწყვეტილების მერე გახდება ცნობილი რამდენი სპორტსმენი დაესწრება ღონისძიებას. 

 

ავტორი: ხატია ბანძელაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა