|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წვიმა და ქარი - ამინდის პროგნოზი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოში კვლავ იწვიმებს.

22 აპრილს დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი. ტემპერატურა დაბლობ რაიონებში 12-18 გრადუსი იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობში – 8-13 გრადუსი.

23 აპრილისთვის კვლავ მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, აღმოსავლეთ საქართველოში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაქსიმალური ტემპერატურა თანდათანობით 15 გრადუსამდე დაიკლებს, აღმოსავლეთში კი 17 გრადუსამდე იქნება.

ამინდი 25-26 აპრილიდან გაუმჯობესდება. დასავლეთ საქართველოში ჰაერი 20-25 გრადუსამდე დათბება, აღმოსავლეთ საქართველოში კი – 23 გრადუსამდე.

 სინოპტიკოსების ვარაუდით, 28 აპრილს,  აღდგომის დღესასწაულზე მზიანი ამინდია მოსალოდნელი

ავტორი: ნიუპრესი