|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წვიმა, თოვლი და მდინარეებზე წყლის დონის მატება- საქართველოში ამინდი უარესდება

ხვალიდან საქართველოში ამინდი უარესდება- ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს

 სინოპტიკოსების პროგნოზით, 21 მარტს საქართველოს ტერიტორიაზე შავი ზღვის ჩრდილო - დასავლეთიდან შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში ზოგან თოვლი, შესაძლებელია ძლიერი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია 22 მარტის დილამდე გამოიწვიოს მდინარეებზე წყლის დონის მატება.

ავტორი: ნიუპრესი