|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალბურთში ქუთაისის გარდამავალი თასის ჩემპიონატი დაიწყო

დღეს წყალბურთში ქუთაისის გარდამავალი თასის ჩემპიონატი დაიწყო. აღნიშნული ტურნირი უკვე მეექვსედ ტარდება.

ქუთაისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჩემპიონატის გახსნას ქუთაისის  საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი დაესწრო, რომელიც ამავდროულად იმერეთში სპორტის საწყლოსნო სახეობების ფედერაციის პრეზიდენტიც გახლავთ.  შეჯიბრის დაწყებამდე საკრებულოს თავმჯდომარე მონაწილე გუნდებს შეხვდა და წარმატება უსურვა.

ტურნირში, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან 2003-2004 წლებში დაბადებული ვაჟები იღებენ მონაწილეობას აჭარისა და საჩხერის გუნდების შეჯიბრით დაიწყო, ფინალური მატჩი შაბათს გაიმართება და ცნობილი გახდება ქუთაისის გარდამავალი თასის მფლობელის ვინაობა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა