|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალმომარაგებაში არსებულ ხარვეზებს საჩივრების კომისია შეისწავლის

ქუთაისში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისათვის მეორე ეტაპი დაიწყო, რისთვისაც აზიის განვითარების ბანკმა 80 მილიონი გამოყო. პროექტის ფარგლებში, ქუთაისში წყალმომარაგების სისტემა 2017 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. სამუშაოებს თურქული კომპანია "SMK" ასრულებს. სამუშაოები რამდენიმე ქუჩაზე ერთდროულად მიმდინარეობს. დაუსრულებელი სამუშაოების გამო მოსახლოება პრეტენზიას გამოთქვამს. მათი თქმით, კომპანია სამუშაოებს ბოლომდე არ ასრულებს.

მასშტაბურ სამუშაოებში ხარვეზებს ვერ ხედავს ქუთაისის ვიცე–მერი. ნოდარ მიქიაშვილის განცხადებით, კომპანია ნაკისრ ვალდებულებას პირნათლად ასრულებს და სამუშაოებიც ვადების მიხედვით მიმდინარეობს. მისივე განცხადებით, თუ ვინმეს კომპანიის საქმიანობასა და წყალმომარაგების კომპანიის მუშაობასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს, შეუძლია გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ბაზაზე არსებულ საჩივრების საბჭოს მიმართოს, რომელიც მათ პრეტენზიას განიხილავს და რეაგირებას მოახდენს.

საქართველოს გაერთიანებული  წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის გიორგი კობერიძის განცხადებით, მათი კომპანია, არის პირველი სადაც , "აზიის განვითარების ბანკის" დახმარებით, შეიქმნა და წარმატებით ფუნქციონირებს პირველი საჩივრების კომისია.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა