|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალტუბოს საკარანტინო ზონა 82-მა მოქალაქემ დატოვა

წყალტუბოს საკარანტინო ზონა დღეს 82-მა მოქალაქემ დატოვა. ყველა მათგანმა  საკარანტინო ზონის დატოვებამდე შემოწმება კიდევ ერთხელ გაიარა. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ადამიანები სახელმწიფომ საკუთარ სახლებში სპეციალურად გამოყოფილი სატრანსპორტო საშუალებებით დააბრუნა.

დილიდან ადგილზე იმყოფებოდნენ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და წყალტუბოს მერი გრიგოლ იოსელიანი, რომლებიც მოქალაქეები პირადად გააცილეს და პირადი ნივთების გადატანაში დაეხმარნენ.

ამ დროისთვის წყალტუბოს საკარანტინო ზონაში 14-დღიანი ვადის გასვლას კიდევ რამდენიმე ათეული მოქალაქე ელოდება.

82 მოქალაქე, რომელმაც დღეს კარანტინის ვადა დაასრულა, იტალიიდან, კერძოდ რომიდან საქართველოში 10 მარტს სპეცრეისით დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები არიან. სამშობლოში დაბრუნებისთანავე ისინი პრევენციის მიზნით 14-დღიან კარანტინში გადავიდნენ.

ავტორი: ნიუპრესი