|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალტუბოში კორონავირუსს ექიმი დათო წულაიას სიცოცხლე ემსხვერპლა

კორონავირუსით ექიმის გარდაცვალების კიდევ ერთი ფაქტი დაფიქსირდა. კორონავირუსს წყალტუბოს რაიონული საავადმყოფოს ექიმის დათო წულაიას სიცოცხლე ემსხვერპლა.

როგორც ცნობილია, კარდილოგს ვირუსი მძიმე ფორმით ჰქონდა და ის სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობდა. მედიკოსს დადასტურებულ კოვიდინფექციასთან ერთად, თანმდევი დაავადებები ჰქონდა.

საქართველოში კორონავირუსს ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის,  რამდენიმე ექიმი დაიღუპა. იმერეთში ეს ექიმის გარდაცვალების მესამე შემთხვევაა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი