|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალტუბოში მრავალშვილიანი ოჯახის ოთხ ობოლს სახლი აჩუქეს

 წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა მრავალშვილიანი ოჯახის ოთხ ობოლს, სოფელ გუმბრაში, საკუთარი სახლი საჩუქრად გადასცა. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ ბადრი მორჩაძის მრავალშვილიანი ოჯახისთვის სახლი და მიწის ნაკვეთი (რომლის საერთო ფართობი შეადგენს 1500 კვ.მ) 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი 23 781 ათასი ლარით შეიძინა.

,,იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ ბავშვებს რეინტეგრაციის შემდეგ საუკეთესო პირობებში მოუწიოთ ცხოვრება. ვიზრუნებთ, მრავალშვილიანი მამის დასაქმებაზე და გავაგრძელებთ მორჩაძეების ოჯახის დახმარებას. ვისურვებდით, ეს სიკეთე ბევრისთვის გადამდები ყოფილიყოს",– განაცხადა სახელმწუფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ.

,,უდედოდ და უსახლკაროდ დარჩენილი ბავშვების თანადგომა ჩემთვის ღირსების საკითხი იყო. მე მათ შესაძლებლობის ფარგლებში დახმარებას დავპირდი და ვეცადე სიტყვა არ გამეტეხა. ბედნიერი ვიქნები, თუ მათ მომავლის იმედი ცოტათი მაინც დავუბრუნეთ" –აღნიშნა წყალტუბოს გამგებელმა კონსტანტინე მამისეიშვილმა.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობას მორჩაძეების უსახლკარო ოჯახმა დახმარებისთვის 2014 წლის ოქტომბერში მიმართა. მაშინ, როცა ოჯახის დედა, 38 წლის თეა ბოგვერაძე, ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. გამგეობამ ოჯახს 1500 ლარი გამოუყო. ოთხი შვილი 15, 14, 11 და 5 წლის მორჩაძეები თავშესაფარის გარეშე დარჩნენ, ავარიის შემდეგ ტრავმირებული მამის ბადრი მორჩაძის იმედად, რომელიც ფიზიკური მდგომარეობის გამო შვილების მოვლას საკუთარ თავზე ვერ იღებდა. ამიტომ ბავშვები დღემდე მინდობით აღზრდაზე არიან მიბარებული. წლების მანძილზე მორჩაძეების მრავალშვილიანი ოჯახი სოფელ თერნალის ტერიტორიაზე, რძის ქარხნის ყოფილ შენობაში ცხოვრობდა.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა