|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალტუბოში საწურბლიას მღვიმე იხსნება

წყალტუბოში, საწურბლიას მღვიმის რეაბილიტაცია დასრულდა.

საწურბლიას მღვიმე,  რომელიც პირველი საერთაშორისო სტანდარტების სპელეო-გამაჯანსაღებელი მღვიმე იქნება კავკასიის რეგიონში, სადაც სასუნთქი გზების პრობლემების მქონე პირები გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარებას შეძლებენ.

პროექტის პარგლებში, აშენდა ვიზიტორთა ცენტრი და ამბულატორია. მღვიმეში დამონტაჟდა განათების სისტემა. საწურბლიას მღვიმე ორ, – აქტიურ და პასიურ ზონად დაიყო. აქტიურ ზონაში მოეწყო სათამაშო მოედანი ბავშვებისთვის, ხოლო პასიურ ზონაში განთავსდა შეზლონგები.

საწურბლიას მღვიმე პრომეთეს მღვიმიდან 2 კმ-ის მოშორებით მდებარეობს.

ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოს ბიუჯეტიდან 647 000 ლარით დაფინანსდა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა