|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტრაილერში გაჩენილი ხანძრის შედეგად მძღოლი გარდაიცვალა

ზესტაფონი-თბილისის საავტომობილო გზაზე, სოფელ ხევთან  ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტრაილერი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ცეცხლი გაუჩნდა.

გამოძიება 276-ე მუხლის  მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს. ჯერჯერობით ცნობილი არ არის, რომელი ქვეყნის მოქალაქეა მძღოლი.

ზესტაფონი-თბილისის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა ამ დრომდე შეზღუდულია.

ავტორი: