|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხარაგაულში 100 მილიონი წლის წინანდელი, ნამარხი მოლუსკები აღმოაჩინეს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაშეში ცარცული პერიოდის, 100 მილიონი წლის წინანდელი, ნამარხი თავფეხიანი მოლუსკები აღმოაჩინეს.- ინფორმაციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. 
მათი ინფორმაცით,  მშენებლებმა გზის მშენებლობის პროცესში ნამარხი თავფეხიანი მოლუსკები - ამონიტები (Ammonite) აღმოაჩინეს.  მშენებლები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს, ნიკოლოზ თოფურიძეს დაუკავშირდნენ, რის შემდეგაც ისტორიული მუზეუმის მოწვევით სოფელ ლაშეში პალეოანთროპოლოგიისა და პალეობიოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი თენგიზ მეშველიანი, გეოლოგია-პალეონტოლოგიის ფონდის მთავარი კურატორი რუსუდან ჩაგელიშვილი და ფონდის მეცნიერთანამშრომელი, გეოლოგი, პალეონტოლოგი, ნიკა ვანიშვილი ჩამოვიდნენ.

არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ადგილზე დაათვალიერა აღმოჩენილი მოლუსკები, აიღეს ქანები და დაადგინეს, რომ ისინი ქვედა ცარცული პერიოდისაა.
ცარცული პერიოდი 135-137 მლნ. წლის წინათ დაიწყო და დაახლოებით 70 მლნ. წელი გრძელდებოდა. გვიანდელ ცარცულ ეპოქაში დედამიწის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ტრანსგრესიის შედეგად ზღვამ მოიცვა აღმოსავლეთ ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკის, აფრიკის და ავსტრალის ბაქნების ვრცელი ფართობები. გვიანდელ ცარცულ ეპოქაში დედამიწის მრავალ ადგილას აღინიშნება მძლავრი ვულკანიზმი. ადრინდელი ცარცული ეპოქის ხმელეთის ფლორაში ჭარბობდა გვიმრანაირები და შიშველთესლიანები. ზღვიურ უხერხემლოთა ფაუნაში ჭარბობდნენ მოლუსკები, განსაკუთრებით ამონიტები და ბელემნიტები. სწორედ ასეთი ამონიტები აღმოჩნდა სოფელ ლაშეში, სადაც როგორც მეცნიერ-თანამშრომლები ამბობენ, კერძო საკუთრებაა და სავარაუდოდ ნგრევას ვეღარ გააგრძელებენ.

აღმოჩენილი ამონიტები ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში განთავსდება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა