|
  • EUR 1 = GEL 2.6921
  • USD 1 = GEL 2.411
|

ხარაგაულში 3 კმ–იანი მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის 277 380 ლარი იხარჯება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ გედსამანიაში ცენტრალური გზის 3 კმ–იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია და სანიაღვრე არხების მოწყობა მიმდინარეობს. პროექტს რეგიონული განვითარების ფონდი 277 380 ლარით აფინანსებს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 2017 წელს ცენტრალური ბიუჯეტიდან საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 3 535 500 ლარია გამოყოფილი. მუნიციპალიტეტში სულ 14 პროექტი განხორციელდება. ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით,  მათი დასრულების შემდეგ ადგილობრივები უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილებას შეძლებენ.

მიმდინარე სამუშაოებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე გუბერნატორი გიორგი ჭიღვარია, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკოლოზ თოფურიძე და მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი გაეცნენ.

ამასთანავე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში გასვლითი რეგიონული თათბირი ჩატარდა. შეხვედრას მხარის პირველ პირებთან ერთად, რეგიონის მუნიციპალიტეტის გამგებლები ესწრებოდნენ. თათბირზე მხარეებმა სამედიცინო კორპორაცია "ევექსისის" მიერ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში "კიბოს სკრინინგის" კომპონენტის მომსახურეობის უზრუნველყოფის შესახებ მოისმინეს ინფორმაცია, მუნიციპალიტეტების მიხედვით 2017 წლის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გამოცხადებული ტენდერები მიმოიხილეს და სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს გაეცნენ. შეხვედრის მთავარი თემა იყო ასევე, მუხნარის ტყე–პარკში საორმაისო ღონისძიებების მოწყობისა და სახალხო დღესასწაულში იმერეთის მუნიციპალიტეტების ჩართულობის საკითხი. 

 

ავტორი: ნიუპრესი