|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხარაგაულში აფეთქების შედეგად სამი მუშა დაშავდა

„რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის“ ცნობით,  ხარაგაულის რაიონის სოფელ ბეჟათუბანში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე აფეთქება მოხდა.  
ხარაგაულის რაიონის სოფელ ბეჟათუბანში, სარკინიგზო გვირაბზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მუშების მდგომარეობა მძიმეა. როგორც რკინიგზალთა ახალი პროფკავშირის აპარატის ხელმძღვანელი პაატა ნინუა განმარტავს, დაშავებულთაგან ერთ-ერთი ხელმღვანელობის მიერ გადაყვანილი არის საავადმყოფოში, ორი მუშის გადაასაყვანად კი სასწარაფო დახმარების ჯგუფს ელოდებიან.

ნინუას თქმით, აფეთქება უსაფრთხოების ნორმების დაუცველობამ გამოიწვია.

„გვირაბში, ორი სოფლის დამაკავშირებელ მონაკვეთზე მოხდა შემთხვევა. სოფელ ბეჟათუბნის მხრიდან მოხდა აფეთქება, როგორც გაირკვა, მეორე მხარეს მყოფმა მუშებმა ამ აფეთქების შესახებ არ იცოდნენ, არ მოხდა მათი გაფრთხილება, რის გამოც ეს ადამიანები მძიმედ დაშავდენ“, -განაცხადა პაატა ნინუამ.

შეგახსენებთ, ხარაგაულში მუშები რამდენიმე დღის წინ გაიფიცნენ, ისინი შრომითი უსაფრთხოების ნორმების უხეშ დარღვევას აპროტესტებდნენ. 

 

ამ თემაზე: "დღე არ გავა, ვინმე არ დაშავდეს"- ხარაგაულში მუშები გაიფიცნენ

ხარაგაულში გაფიცულ მუშებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა ხვალ შეხვდება

ხარაგაულში საპროტესტო აქცია დასრულდა

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა