|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხარაგაულში არჩევანი 8 980-მა ადამიანმა გააკეთა

ხარაგაულის 48-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარის გია ცისკაძის განცხადებით, 15:00 საათის მონაცემებით, არჩევანი 8 980-მა ადამიანმა გააკეთა, რაც საერთო მონაცემების 45,52%-ია. ხარაგაულში სულ 19 161 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

გია ცისკაძის განცხადებით, ხარაგაულის 37 უბანზე მშვიდი მგომარეობაა და ამ დროისთვის დარღვევა არ მომხდარა და არც საჩივარი დაწერილა.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი