|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხარაგაულში ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულები გაიფიცნენ

ხარაგაულში ავტობანის მშენებლობაზე  დასაქმებული მუშები გაიფიცნენ.   "ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციის საქართველოს ფილიალის"  50-მდე მუშა ხელფასების გაზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და უქმე დღეებში დასვენებას მოითხოვენ.

რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის ლიდერი პაატა ნინუა აცხადებს, რომ დასაქმებულები არაადამიანურ პირობებში მუშაობენ.

“დასაქმებული მუშები არაადამიანურ პირობებში მუშაობას აპროტესტებენ. კომპანიას არ აქვს გაფორმებული ინდივიდუალური შრომითი კონტრაქტები დასაქმებულებთან, რის გამოც  ხელფასები გამომუშავებაზეა და  არ აღრიცხავენ სამსახურში დასწრებას. ეს არა ტექნიკური პრობლემა,  მიზანმიმართულადაა, რათა მუშებს ანაზღაურება სრულად არ გადაუხადონ,”-აცხადებს პაატა ნინუა.

მისი თქმით, თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფიდება,  აქციები გაგრძელდება. 

 

ავტორი: ნიუპრესი