|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ხარაგაულში მოსახლეობა სასმელი წყლით იწამლება"

პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციაში ბრიფინგი გაიმართა. ორგანიზაციის ხარაგაულის ოფისის წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის პრობოლემებზე ისაუბრა. სოფელ ღორეშის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის რეზი იჩქიტიძის განცხადებით, 2013 წელს დაბა ხარაგაულში გაიყვანეს წყლის მილები, თუმცა მოხდა სამუშაობის არასწორად შესრულება, რის გამოც მოსახლეობა ტალახიან წყალს მოიხმარს.

"2013 წელს გაიყვანეს წყლის ქსელი, პრობლემა იყო სისტემის გაყვანის დროსაც, რადგანაც წყალი გადმოიყვანეს დასახლებიდან 15 კმ-ს მანძილიდან, როდესაც შესაძლებელი იყო მისიო გადმოყვანა უფრო ახლო ადგილიდან. მივიჩნევთ, რომ ეს მოხდა თანხების არამიზნობრივად დახარჯვის მიზნით, ამას დაემატა წყლის ხარისხის პრობლემა. წვიმის დროს ადამიანებს ტალახიანი წყლის მოხმარება უწევთ. როდესაც გავაპროტესტეთ, მათ მოახდინეს რეაგირება, რაც გამოხატება იმაში, რომ წვიმის დროს წყალს აღარ რთავენ და მოსახლოებას წყლის გარეშე უწევს ყოფნა", -განაცხადა რეზი იჩქიტიძემ.

ადგილობრივ ოფისს სოლიდარობას უცხადებს იმერეთის ორგანიზაცია, ორგანიზაციის თავმჯდომარის გოგი წულაიას თქმით, თუ ხელისუფლება პრობლემებს არ მოაგვარებს, მოსახლეობასთან ერთად პერმანენტულ აქციებს გამართავენ, რადგან წყალუხვ მუნიციპალიტეტში მოსახლეობას უვარგისი წყალი არ უნდა ჰქონდეს. მოუწოდებენ ხარაგაულის გამგეობას,  დროულად მოახდინონ რეაგირება და პრობლემა უმოკლეს ვადებში გადაწყვიტონ. 

"მოსახლეობა სასმელი წყლით იწამლება, რაც არის ხელისუფლების დაუდევრობის შედეგი, მათ არ იზრუნეს სამუშაოების ხარისხიანად შესრულებაზე და ადგილობრივებს უვარგის წყალს აწვდიან. მოვუწოდებთ ხელისუფლებას დროულად მოაგვარონ პრობლემა, თორემ მოსახლეობა მეტს არ მოითმენს და აქციებს გამართვენ", -განაცხადა წულაიამ.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა