|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხარაგაულში საპროტესტო აქცია დასრულდა

ხარაგაულში საპროტესტო აქცია დასრულდა. "ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურომ" გაფიცულების მოთხოვნა დააკმაყოფილა. გაფიცულებსა და კომპანია "ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს" შორის მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა, რის შემდეგაც გაფიცულები სამუშაო პროცესს დაუბრუნდნენ.

აქცია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟათუბანში 2 დღის წინ დაიწყო. გაფიცულები უსაფრთხოების ნორმების დაცვას და საშვებულებლო თანხის სრულად ანაზღაურებას მოითხოვდნენ.

კომპანიამ გაფიცულების მოთხოვნა დააკმაყოფილა.

მოლაპარაკებაში აქტიურად იყო ჩართული რკინიგზის პროფკავშირი.

 

ამ თემაზე: "დღე არ გავა, ვინმე არ დაშავდეს"- ხარაგაულში მუშები გაიფიცნენ

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი