|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"დღე არ გავა, ვინმე არ დაშავდეს"- ხარაგაულში მუშები გაიფიცნენ

ხარაგაულში, ბეჟათუბნის სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულები გაიფიცნენ. გაფიცულები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

უსაფრთხოების ნორმების მოუწესრიგებლობაზე საუბრობს რკინიგზელთა პროფკავშირის წარმომადგენელი. პაატა ნინუას განცხადებით, დამსაქმებლის მხრიდან შრომის უსაფრთხოების პირობები არ არის დაცული და მუშაობა მათი სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია.

"ბეჟათუბნის სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე 60 ქართველი მუშაობს, ისინი შრომის პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. დამსაქმებელი ვალდებული იყო მოეწესრიგებინა დასაქმებულთა შრომითი პირობები. დასაქმებულები თვლიან, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, დღე არ გავა, ვინმე არ დაშავდეს, მათ არ აქვთ შვებულება და ბიულეტენის ანაზღაურება და ამიტომ, დღეს დილიდან გაიფიცნენ," -განაცხადა პაატა ნინუამ.

გაფიცულები ადმინისტრაციასთან შეხვედრას ითხოვენ, თუმცა ამ დრომდე მათ არავინ შეხვედრია. მათი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხევაში აქციები გაგრძელდება.

სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო ახორციელებს.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა