|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხელისუფლებას პასუხები არ აქვს, ამიტომ ცდილობს გაგვაშავოს - ვარლამ გოლეთიანი

 5 კაცი ვიყავით, როდესაც კარვები გავშალეთ და ახლა მთელი საქართველო გვიჭერს მხარს - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა. მან ნამახვანჰესის წინააღმდეგ მიმართული უწყვეტი პროტესტის 200 დღე შეაფასა.  

მისი თქმით, 23 მაისს აქციის წინ ხელისუფლება განსაკუთრებით გააქტიურდა და კითხვებზე პასუხების გაცემის ნაცვლად რიონის ხეობის მცველები ბნელ ძალად წარმოაჩენას ცდილობს. 

"ყველამ კარგად იცის, როგორ გვებრძვის ქვეაყანაში არსებული ყველა ინსტიტუცია. ვხედავთ, რა ისტერიაა სოციალურ ქსელში, სხვადასხვა მხრივ გვესვრიან ტალახს, ცდილობენ გააშავონ და გაამარგინალონ ჩვენი მოძრაობა. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ ამას ვებრძოლოთ ერთად. ნუ ენდობით იმ დასპონსორებულ  გვერდებს, რომელშიც ხელისუფლება ასობით და ათასობით დოლარს ხარჯავს, საკუთარი მოსახლეობის გასაშავებლად, ეს ხდება იმის გამო,  რომ მას არ შეუძლია, არგუმენტირებულად გასცეს ჩვენს კითხვებს პასუხი", - აცხადებს ვარლამ გოლეთიანი. 

მისი თქმით, ნამახვანჰესის წინააღმდეგ მიმართული პროტესტის მონაწილეებს სამ ადგილზე აქვს კარვები გაშლილი, გუმათში კარავი დაემატა მეორე ადგილზე და ასევე კარავი გაიშალა ტვიშში. 

შეგახსენებთ, რიონის ხეობის მცველები თბილისში 23 მაისს მასშტაბურ აქციას გამართავენ. 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა