|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხელთათმანები, ნახატები და ჩემოდნები - რა ნივთები რჩებათ ყველა ხშირად ტაქსიში?

ხელთათმანები, ნახატები და ჩემოდნები - რა რჩებათ ზამთარში საქართველოს მცხოვრებლებს და ტურისტებს ტაქსში? -ინფორმაციას  იანდექს.ტაქსი  ავრცელებს.

ამ ზამთარს იანდექს.ტაქსის მომხმარებლები საქართველოში ყველაზე ხშირად კარგავდნენ ტელეფონებს, საფულეებს და ხელთათმანებს. ამაზე მეტყველებენ მხარდაჭერის სამსახურის მონაცემები - მას მიმართავენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ნივთები დარჩათ სერვისის მეშვეობით შეკვეთილი მგზავრობის დროს.

მიმართვების პიკი იანდექს.ტაქსის მხარდაჭერის სამსახურში დაკარგული ნივთების თაობაზე ორშაბათს დილით ფიქსირდება - ალბათ, მხიარულად გატარებული დასვენების დღეეების კვალდაკვალ. უჩვეულო საპოვნელ ნივთებთა შორის იყო: სათლი, იხვი (არ იყო მითითებული რა მდგომარეობაში), ტკბილღვეზელების კალათა, საბურღე ინსტრუმენტები, ყელსაბამი და ქათამი ტაფაზე. ახალი წლის ღამეს მათ დაემატა მუსიკალური დინამიკები, ტორტი «ნაპოლეონი» და რამოდენიმე შეფუთული საჩუქარი.

საქართველოს ტაქსის მძღოლები სხვებზე ხშირად პოულობენ მანქანაში წამლებს და კომპიუტერებს. უფრო ხშირად, ვიდრე სხვა ქვეყნებში, ავიწყდებათ ფოტოკამერები დამტენ მოწყობილობებთან ერთად, საგზაო ჩანთები და ჩემოდნები - ალბათ ტურისტები თვალს ვერ წყვეტენ ფანჯარას, რომლიდანაც ასეთი ლამაზი პეიზაჟები იშლება. არსებობენ არასტანდარტული მგზავრებიც - ერთ ახალგაზრდას თბილისში დარჩა ქუდი, სჭვალსახრახნი და ნახატი ერთდროულად. მაგრამ სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით საქართველოში არასდროს  დავიწყებიათ ქოლგები, ღვინის ბოთლები და საქორწილო ბეჭდები.

როგორც ჩანს, დაკარგულ ნივთებზე ყველაზე მეტად ბავშვები დარდობენ. მხოლოდ ბოლო თვის განმალობაში იანდექს.ტაქსის მხარდაჭერის სამსახურს სთხოვეს ეპოვათ 12 სათამაშო, ჩუპა-ჩუპსი და შოკოლადის კვერცხი.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა