|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გიორგი ჭიღვარიამ ხმების 49 პროცენტამდე მიიღო

ქუთაისში 124-ვე უბანზე ხმები დათვლილია.  

საოლქო კომისიის მონაცემებით, მიხედვით "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ 49% მიიღო.

ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, შედეგებში შეიძლება ცვლილება შევიდეს  საჩივრებისა და შემაჯამებელი ოქმების შედეგად.  ოსეფაიშვილი ამ დროისათვის გადაჭრით ვერ ამბობს გაიმართება თუ არა მეორეს ტური.

რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს, 10-ვე ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატმა გაიმარჯვა.

პროპორციული სიების მიხედვით, კი პირველ ადგილზე "ქართული ოცნება",  მეორეზე "ნაციონალური მოძრაობა",  მესამეზე კი "ევროპული საქართველო" გავიდა.

მერების მეორე ტურის ჩატარების მაქსიმალური ვადა 15 ნოემბერია. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი