|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხონისა და ვანის დეპუტატობის სურვილი 9 კანდიდატმა გამოთქვა

საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ხონისა და ვანის გაერთიანებულ ოლქში 9 განაცხადი შევიდა.

კომისიას დოკუმენტაციის გადამოწმებისათვის 2 დღის ვადა აქვს, რის შემდეგაც მოხდება კანდიდატების დარეგისტრირება.

განაცხადების შეტანის ვადა გუშინ 18 საათზე ამოიწურა. არსებულ 4 განაცხადს 5  გუშინ დაემატა. როგორც ცნობილია, გუშინ შეიტანა განაცხადი "ევროპული საქართველოს" კანდიდატმა გიგი უგულავამ.

არჩევნებში "ქართული ოცნების" კანდიდატია იმერეთის ყოფილი გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, რომელსაც ამომრჩეველს  დღეს პრემიერ-მინისტრი  წარუდგენს. 

ოპოზიციური პარტიების ერთმა ნაწილმა არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა.  

 პარლამენტის შუალედური არჩევნები ვანსა და ხონში 28 აპრილს გაიმართება.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა