|
  • EUR 1 = GEL 3.2445
  • USD 1 = GEL 2.9275
|

ხონში 10 წლის ბავშვის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით პოლიციასთან აქცია გაიმართა

ხონის რაიონულ პოლიციასთან  ხონში მცხოვრები ლიპარიძეებმა 10 წლის შვილის ადგილსამყოფელის დადგენის და ბიოლოგიური დედის და მისი ადვოკატის წინააღმდეგ შემაკავებელი ორდერის გამოცემის მოთხოვნით აქცია გამართეს.

ოჯახის ადვოკატის ლევან ჭელიძის ინფომაციით, მათ რამდენიმე საათის წინ პოლიციას განცხადებით მიმართეს, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიუღიათ. ადვოკატის თქმით, სამართალდაცველებს, ასევე წარუდგინეს ბავშვზე ძალადობის კადრები და რეაგირებას ითხოვენ. ადვოკატი ასევე აცხადებს, რომ მასზე რაიონული პოლიციის უფროსის მოადგილემ იძალადა, რა დროსაც ხელზე დაზიანება მიიღო.

 პოლიციასთან ოჯახის წევრებთან და ადვოკატებთან ერთად ადგილობრივებიც იმყოფებოდნენ. მათი თქმით, არ დაიშლებიან, ვიდრე პოლიცია შემაკავებელ ორდერს არ გამოწერს და ბავშვს დედისგან არ განარიდებენ. არასრულწლოვანის მამის მტკიცებით, ბავშვი დედასთან მძიმე ფსიქოლოგიურ პირობებში იმყოფება, რის შესახებაც ტელეფონით აცნობა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი