|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხონში ეკომიგრანტების ნაქარგების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა

ხონის კულტურის ცენტრში პროექტის "ეკომიგრანტები უფლებებისთვის" შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. აქვე შედგა ეკომიგრანტების ნაქარგების გამოფენა გაყიდვა და პროექტის ფარგლებში გამოცხადებული მედია კონკურის გამარჯვებულების დაჯილდოვება.

პროექტი რეგიონალური ინიციატივების ცენტრი "ნათელი მომავალი" დემოკრატიული ინსტიტუტის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. "პროექტი ორ კომპონენტს მოიცავდა. მედია კომპონენტის ფარგლებში რეგიონალური მედიის წარმომადგენლებისთვის მოეწყო ტრენინგი. 19 ნოემბერს, ტრენინგის დასრულების შემდეგ ჟურნალისტები, ხონში დედალაურის თემში მცხოვრებ ეკომიგრანტების პრობლემებს ადგილზე გაეცვნენ. 20 ნოემბრიდან კი ტრენინგის მონაწილე ჟურნალისტებისთვის მედია კონკურსი გამოცხადდა თემაზე „ეკომიგრანტები უფლებებისთვის.“

მეორე კომპონენტი ეკომიგრანტი ქალებისთვის ხელსაქმის შესწავლის გაკვეთილების ჩატარების ორთვიან კურს მოიცავდა. მათ შეძლეს ორი თვის მანძილზე შეესწავლათ ქარგვა ძაფით, ბისერებით და ალამასებით. პროექტში სულ ჩართული იყო 21 ქალბატონი და მომზადდა 26 ნამუშევარი." -აღნიშნა პროექტის ხელმძღვანელმა მარიკა ვაჭარაძემ.

ეკომიგრანტები უფლებებისთვის - პროექტი 4 თვის მანძილზე ხორციელდებოდა ხონში, სოფელ ჩაის მეურნეობაში დასახლებული ეკომიგრანტების სოციალური გაძლიერების მიზნით და მათი პრობლემების ადვოკატირებისთვის ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე.

პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებას ხონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების, სხვადასხვა ორგანიზაციების, მასმედიის და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა