|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ხონში ეკომიგრანტებს გზის, საცხოვრისის და გაზიფიცირების პრობლემები აქვთ"

16 დეკემბერს რეგიონალური ინიციატივების ცენტრის ორგანიზებით, პროექტ „ეკომიგრანტები უფლებებისთვის“ ფარგლებში ხონის მუნიციპალიტეტში მრგვალი მაგიდა მოეწყო. შეხვედრას ხონში მცხოვრები ეკომიგრანტები, არასამთავრობო სექტორის,  ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენელები, საკრებულოს წევრები და დევნილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე პროექტის მენეჯერმა მარიკა ვაჭარაძემ პროექტის შესახებ ისაუბრა და ის პრობლემები გამოკვეთა, რომელიც ხონში მცხოვრებ ეკომიგრანტებს აწუხებთ.

„ხუთი პრობლემა გამოიკვეთა ესენია: გზის და ტრანსპორტის მოგვარება, საცალფეხო ხიდის აღდგენა, საკმარისი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა და გაზიფიცირება. პირველი სამი საკითხი ადგილობრივ დონეზე უნდა გადაწყდეს და დღეს ჩვენ ამ პრობლემების მოგვარება ადგილობრივმა თვითმართველობამ დაგვპირდა და საჭირო ტანხები ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული, ხოლო საცხოვრებელ ფართებით დაკმაყოფილებაზე სამინისტრომ გეგმა-გრაფიკი წარმოადგინა. რაც შეეხება გაზიფიცირებას,  ეს საკითხი ღიად რჩება“ - აღნიშნა მარიკა ვაჭარაძემ.

შეხვედრაზე გადაწყდა მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხი, რომელიც დაკომპლექტებული იქნება ეკომიგრანტებით, მედიის, არასმათავრობო და სამთავრობო წარმომადგენლებით. სამუშაო ჯგუფი პერიოდულად შეიკრიბება და სამუშაო გეგმის სტრატეგიას შეიმუშავებს.

პროექტი „ეკომიგრანტები უფლებებისთვის“ ხონის მუნიციპალიტეტში 4 თვის მანძილზე ხორციელდება, რომელიც დემოკრატიის ინსტიტუტის მიერ არის დაფინანსებული.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა