|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

როგორ გამოიყურება ხონში, ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში ახლადგახსნილი კორპუსი? [PHOTO]

ხონში, ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში 100 პაციენტზე გათვლილი ახალი სამედიცინო კორპუსი გაიხსნა.
შენობა ევროპული სტანდარტების შესაბამისობით მოეწყო,  ახალი კორპუსის ფართობი 2400 კვ.მეტრს შეადგენს. პროექტისათვის 2 მლნ ლარი დაიხარჯა.
 ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის დირექტორის გოჩა ბაკურაძის განცხადებით, ევროპული სტანდარტების თანამედროვე ცენტრი მორგებულია პაციენტების ყველა საჭიროებაზე და აღჭურვილია თანამედროვე ინვენტარით. 
 
  აკადემიკოს ბ. ნანეიშვილის სახელობის ქუტირის ფსიქიატრიულ საავადმყოფო, (ამჟამინდელი, ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი) 1978 წლის 23 თებერვალს გაიხსნა. სამედიცინო დაწესებულება 700–მდე პაციენტზეა გათვლილი. ამ დროოსათვის ცენტრში, მკურნალობას 600–მდე ბენეფიციარი გადის. დაწესებულებას 19,4 ჰა ფართობი უჭირავს, აქედან 25 900 მ² საერთო ფართზე შენობა-ნაგებობებია განთავსებული.
 
ამასთანავე, მოხდა შპს „აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ქუტირის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“-სა და შპს „მკაცრი მეთვალყურეობის ქ. ფოთის რესპუბლიკური ფსიქიატრიული საავადმყოფო“-ს გაერთიანება, რის საფუძველზეც შეიქმნა შპს „აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი“. ის ერთადერთი დაწესებულებაა საქართველოში, რომელიც არანებაყოფლობით და იძულებით ფსიქიატრიულ – სტაციონარულ დახმარებას უწევს ისეთი ტიპის პაციენტებს, რომლებმაც გაიარეს სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა და სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ცენტრში მოთავსებული არიან მკურნალობის კურსის გასავლელად.
ასევე, დაწესებულება ემსახურება პენიტენციალური სისტემის სხვადასხვა ტიპის დაწესებულებებიდან გადმოყვანილ მსჯავრდებულ პაციენტებს, არანებაყოფლობითი–სტაციონარული–ფსიქიატრიული დახმარების მკურნალობის კუთხით.
 
 გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს ახლადგახსნილი ცენტრიდან.
 
 
   
  
 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა