|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხონში მცხოვრებ ეკომიგრანტ ქალებს უფასო სალონური მომსახურეობა ჩაუტარდათ

ხონში, სოფელ ჩაის მეურნეობაში რეგიონალური ინიციატივების ცენტრის ინიციატივითა და დემოკრატიის ინსტიტუტის ფინანსური მხარდაჭერით პროექტი „ეკომიგრანტები უფლებებისათვის“ ხორციელდება.

საჯარო მოხელეები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16 დღიან კამპანიას განსხვავებული ფორმით გამოეხმაურა.

 „გვინდოდა, რომ ჩვენი მხარდაჭერა გამოგვეხატა კვირეულის მიმართ და ამიტომ გადავწყვიტეთ განსახვავებული აქტივობა დაგვეგეგმა. ეკომიგრანტი ქალებისთვის შევეცადეთ ერთი დღე მათთვისუჩვეულო, ყოველდღიური ყოფისგან განსხვავებული ყოფილიყო. ორგანიზაციის მხარდაჭერების და მოხალისეების დახმარებით გავუკეთეთ მაკიაჟი და ვარცხნილობა. ერთად დავაგემოვნეთ მათი მომზადებული ტრადიციული კერძები.გაგვიზიარეს მათი მომზადების პროცედურები, ვისაუბრეთ საერთო და განსხვავებულ ტრადიციებზე,“ -აღნიშნა პროექტის კოორდინატორმა მარიკა ვაჭარაძემ.

კარდაკარის პრინციპით 17 აქტიური ქალბატონი შეირჩა, რომლებიც ორი თვის მანძილზე სისტემატიურად სწავლობენ ხელსაქმეს. პროექტი ეკომიგრანტი ქალების სოციალურ გაძლიერებას და ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე მათი პრობლემების ადვოკატირებას ისახვს მიზნად.

რეგიონალური ინიციატივების ცენტრი ხონში მცხოვრები ეკომიგრანტებისთვის სხვა ინიციატივებსაც გეგმავს.

ავტორი: ნიუპრესი